ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანის ფესტივალისთვის 49 ფილმი შეირჩა


Cannes 2015

მსოფლიოში სახელგანთქმულ კანის საერთაშორისო ფესტივალზე საკონკურსო ფილმების შერჩევის პროცესი დასრულდა. ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წელს რეკორდული 1, 869 ფილმიდან ფრანგულ რივიერაზე საჩვენებლად 49 ნამუშევარი შეირჩა. აქედან 20 მთავარი პრიზისთვის, ოქროს პალმის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ფესტივალი 11-დან 22 მაისამდე გაიმართება.

უმაღლეს ჯილდოზე წარდგენილებს შორის სამი ქალი რეჟისორია: გერმანელი მარენ ადე, ბრიტანელი ანდრეა არნოლდი და ფრანგი ნიკოლ გარსია. კანის საერთაშორისო ფესტივალს ქალი რეჟისორების ნაკლებად წარმოჩენისთვის წარსულში ხშირად აკრიტიკებდნენ. მედიაში წელს უკვე გაჩნდა შენიშვნები იმის გამო, რომ ფესტივალზე ლათინური ამერიკიდან მხოლოდ ერთ ფილმს უჩვენებენ და საერთოდ არ არის წარმოდგენლი აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი.

XS
SM
MD
LG