ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინოს გარდა ოსკარებზე 3 თემა ფიგურირებდა


წუხელ ლოს ანჯელესში გამართულ ოსკარების ცერემონიალზე ამერიკის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ნამუშევრად ფილმი „ყურადღების ცენტრში“ დაასახელა. ის რეალურ ამბებს ეფუძნება და კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ხშირი ფაქტების ჟურნალისტების მიერ გამოაშკარავების თემაზეა გადაღებული.

მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი ლეონარდო დიკაპრიო, რომელსაც დარბაზი ფეხზე დამდგარი ოვაციებით შეხვდა. სამადლობელ სიტყვაში მსახიობმა ყურადღება კლიმატური ცვლილებების პრობლემაზე გაამახვილა. მომღერალმა ლედი გაგამ კი წინ ქალებზე ძალადობის თემა წამოსწია.

XS
SM
MD
LG