ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გარეშე ჩაატარებს


შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ერთად საჰაერო სამხდრო წვრთნებს დეკემბერში აღარ ჩაატარებს. თუმცა სეული საკუთარი წვრთნების გაუქმებას არ აპირებს.

ერთობლივი საჰაერო სამხედრო წვრთნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ პენტაგონმა ამერიკული მხარის მონაწილეობა გააუქმა. ამის მიზეზად კი "ჩრდილოეთ კორეისთვის შანსის მიცემის" სურვილი დასახელდა, რადგან ეს უკანასკნელი გამოხატავს მზადყოფნას უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

ეს უკვე მეორე ერთობლივი წვრთნაა, რომელზეც ამერიკა უარს ამბობს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ უნის შეხვედრის შემდეგ. ამის ოფიციალური მიზეზი ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემსუბუქება და ფხენიანთან დიალოგის წახალისება იყო, რათა ჩრდილოეთ კორეამ საბოლოოდ შეწყვიტოს ბირთვული პროგრამის განვითარება.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სეული უცვლელად ჩაატარებს საჰაერო წვრთნებს მიუხედავად იმისა, რომ მასში ამერიკული მხარე მონაწილეობას არ მიიღებს. გასულ წელს ამ საწვრთნელ ოპერაციებში 230-ზე მეტმა ამერიკულმა საჰაერო ხომალდმა და 12 000-მდე სამხედრომ მიიღო მინაწილეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG