ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრუდო ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებას იწყებს


ჯასტინ ტრუდო
ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დღეს ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებას ფორმალურად შეუდგა. გასულ კვირას, 21 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ლიბერალებმა 338 მანდატიდან 157 მოიპოვეს, კონსერვატორებმა კი 121 მანდატი აიღეს.

კაბინეტის შექმნის გეგმებზე ტრუდო დღეს გენერალ-გუბერნატორ ჯული პაიეტს ესაუბრა, დედოფალ ელისაბედის წარმომადგენელს კანადაში. პრემიერის პრესსპიკერის განმარტებით, ეს მხოლოდ ფორმალური ნაბიჯია. მინისტრთა ახალი კაბინეტის წარდგენა კი 20 ნოემბერს იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG