ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიჩიგანში პოლიციელზე თავდასხმისთვის კანადელი მამაკაცი დააკავეს


მიჩგანის შტატში პოლიციელის დანით დაჭრისთვის ბრალი კანადის მოქალაქეს წაუყენეს.

ფედერალური გამომძიებლების ცნობით, ამორ ფტოუი პოლიციელს მიჩგანის პატარა ქალაქ ფლინტის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დაესხა.

თვითმხილველების თქმით, პოლიციელზე თავდასხმამდე მან ხმამაღლა დაიყვირა ფრაზა “ალაჰუ აკბარ,” რაც არაბულ ენაზე “დიდება ღმერთ”-ს ნიშნავს.

პოლიციის ცნობით, არ ვლინდება თავდამსხმელის კავშირები რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან და თავდასხმისას ის მარტო მოქმედებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG