ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადა უკრაინას დამატებით შეიარაღებას გადასცემს


ჯასტინ ტრუდო კიევში
ჯასტინ ტრუდო კიევში

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინისთვის ახალი იარაღის და შეიარაღების გადაცემის თაობაზე, კვირას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს მე ვაცხადებ დამატებით სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე, დრონების კამერების, სატელიტური გამოსახულებების, მცირედი შეიარაღების, ამუნიციის და სხვა ტიპის დახმარების თაობაზე, მათ შორის განაღმვის ოპერაციების დაფინანსების შესახებ“, - თქვა მან.

კიევში ტრუდომ თქვა, რომ კანადა რუს ინდივიდებს და ერთეულებს ახალ სანქციებს უწესებს მოსკოვის უკრაინაში განმეორებითი შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის გამო.

„ჩვენ ასევე ვაწესებთ ახალ სანქციებს 40 რუს ინდივიდსა და 5 ერთეულზე, ოლიგარქებსა და რეჟიმის ახლო მოკავშირეებზე თავდაცვის სექტორში, ყველა მათგანი პუტინის ომის თანამონაწილეა “, - თქვა ტრუდომ.

ტრუდომ თქვა, რომ კანადა აბრუნებს საელჩოს უკრაინის დედაქალაქში და 25 მილიონ დოლარს გაიღებს გაეროს საკვების პროგრამისთვის საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აუქმებს ტარიფებს კანადაში უკრაინულ იმპორტზე მომავალი ერთი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG