ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


დღეს კანადაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც შესაძლოა პრემიერ მინისტრ სტივენ ჰარპერის მეოთხედ არჩევის განაცხადი შეაჩეროს

დღეს კანადაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც შესაძლოა პრემიერ მინისტრ სტივენ ჰარპერის მეოთხედ არჩევის განაცხადი შეაჩეროს და ამ პოსტზე მის ნაცვლად, ქვეყნის ყოფილი ქარიზმატული ლიდერის ვაჟი, ჯასტინ ტრიუდო დანიშნოს.

კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრიუდოს ლიბერალურ პარტიას 38 პროცენტი უჭერს მხარს და ჰარპერის კონსერვატიულ პარტიას უსწრებს, რომელსაც 31 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ახალ დემოკრატებს გამოკითხულთა 21 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ტრიუდომ პირობა დადო ჰარპერის ცხრაწლიანი მმართველობისგან განსხვავებული პოლიტიკა გაატაროს, რაშიც გულისხმობს ინფრასტრუქტურაზე მილიარდობით დოლარის დახარჯვას და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

XS
SM
MD
LG