ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰიუმან რაითს ვოჩის" მიმართვა


ორგანიზაცია პრეზიდენტ ობამას კამბოჯაში ადამიანის უფლებების დარღვევის, წამების და გატაცებების ფაქტების დაგმობას თხოვს

უფლებადამცველი ორგანიზაცია - "ჰიუმან რაითს ვოჩი" მოუწოდებს პრეზიდენტ ობამას კამბოჯაში ვიზიტის დროს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის, წამების და გატაცებების ფაქტები დაგმოს.

სამშაბათს, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში კამბოჯაში, პრემიერ მინისტრis, ჰუნ სენის მმართველობის დროს, 300 ადამიანი პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს ემსხვერპლა. „ჰიუმან რაითს ვოჩის" განცხადებით, კამბოჯის მთავრობა ამ ფაქტებზე იგნორირებას ახდენს და ზოგიერთ დამნაშავეს წაახალისებს კიდეც.

„ჰიუმან რაითს ვოჩის" აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ, ფილ რობერტსონმა „ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა, რომ კამბოჯაში ჩასვლისას ბარაკ ობამას უნიკალური შანსი ექნება, რათა მთავრობას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდოს.
XS
SM
MD
LG