ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში ორდღიანი სამიტი გაიხსნა


ინდონეზიაში ორდღიანი სამიტი გაიხსნა
ინდონეზიაში ორდღიანი სამიტი გაიხსნა

დღეს ინდონეზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ორდღიანი სამიტი გაიხსნა. ჯაკარტის შეხვედრის ცენტრალური საკითხი სავარაუდოდ კამბოჯას და ტაილანდს შორის არსებული სასაზღვრო დავა იქნება.

ქვეყნის ლიდერები ასევე განიხილავენ რეგიონალური უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების პრობლემებს. დღის წესრიგშია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის 2014 წლის შეხვედრის ბირმაში გამართვის საკითხიც.

პარასკევს ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კამბოჯა და ტაილანდის ლიდერები საზღვარზე ინდონეზიელი მეთვალყურეების დაყენებას დათანხმდნენ. წელს სულ რამდენიმე თვის მანძილზე კამბოჯა-ტაილანდის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 20 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ათასობით ადამიანს კი საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და გაქცევა მოუწია.

XS
SM
MD
LG