ტრაგედია მოხდა კამბოჯაში, სადაც ფესტივალზე წარმოქმნილი მასობრივი ჭყლეტვის დროს 378 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში წყლის ფესტივალი ყოველ წელს იმართება. ტრაგედია მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ფესტივალის მონაწილეებმა ხიდზე გადასვლა დაიწყეს, მონაწილეებს შორის რამდენიმემ ადამიანმა ჰაერის უკმარისობისგან გონება დაკარგა, რის შედეგადაც მასობრივი პანიკა წარმოიქმნა. დაღუპულთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ.
პოპულარული
1