კამბოჯაში, გაეროს მხარდაჭერით შექმნილმა ტრიბუნალმა, წითელი ხმერების რეჟიმის ორ ყოფილ ლიდერს თავისუფლების სამუდამო აღკვეთა მიუსაჯა. მათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.
ხიუ სამფანი, სახელმწიფოს ყოფილი მეთაური და ნოუნ ჩეა, წითელი ხმერების ყოფილი ლიდერის პოლ პოტის მოადგილე თავდაპირველად 2014 წელს გაასამართლეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ორი ადამიანისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მათ კამბოჯის მოსახლოების მომავალი სრულიად უგულებელყვეს.
სამფანი და ჩეა ყოფილი რეჟიმის ორი წევრია, რომლებიც ჯერ ისევ ცოცხლები არიან.
კამპუჩიის კომუნისტურმა პარტიამ - ეგრეთ წოდებულმა, წითელი ხმერების რეჟიმმა - კამბოჯაში 1975-1979 წლებში 1.7 მილიონი ადამიანი მოკლა.