ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპის წინააღმდეგ ბრალდებები გრძელდება


ვატიკანის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ რომის პაპი შეშფოთებულია ბოლო დროს გამჟღავნებული სექსუალური სკანდალებითა და იმით, რომ ერთ-ერთმა მაღალი რანგის სასულიერო პირმა ამ საქმეების დაფარვაში თავად პაპი დაადანაშაულა. თუმცა მისი თქმით, პაპი სიმშვიდეს ინარჩუნებს.

პაპს ბრალი არქიეპისკოპოსმა კარლო მარიო ვიგანომ დასდო, ვატიკანის ყოფილმა ელჩმა, რომელიც პაპის მოწინააღმდეგა. მისი თქმით, პაპმა უგულებელყო კარდინალ თეოდორ მკარიკის მიერ შეუსაბამო ქმედებების შესახებ ცნობები და ამით მის საქციელს ხელი დააფარა. ის პაპის გადადგომას ითხოვს,

პაპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მისი საწინააღმდეგო პოზიციებით ცნობილ გამოცემებში ორგანიზებულად და კოორდინირებულად ეს დოკუმენტები სპეციალურად გავრცელდა მისი ირლანდიაში ვიზიტის ბოლო დღეს, რათა მისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ. ბოლო დროს ცნობილი გახდა არაერთი ბრალდების შესახებ, როდესაც კათოლიკური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებს არაერთ ქვეყანაში სექსუალურ ძალადობაში ან ამ ძალადობის ფაქტების დამალვაში ადანაშაულებენ. რომის პაპი ირლანდიაში ძალადობის მსხვერპლებს შეხვდა და მათ მოძალადეებისთვის და მათი მფარველებისთვის მიტევებისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG