ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ხანძარი სუსტდება და დაკარგულების ძებნა გრძელდება


ხანძარი, რომელმაც კალიფორნიაში 81 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალას კარგავს. შტატის ოფიციალურ პირები აცხადებენ, რომ ადამიანები ჯერ ისევ ეძებენ დაკარგულ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მეზობლებს. ამ დრომდე 900-მდე ადამიანთან დაკავშირება და მათი მდგომარეობის გაგება ვერ ხერხდება.

ოფიციალური პირები ვერ იგებენ, თუ რით არის გამოწვეული დაკარგული ადამიანების ასეთი დიდი და ყოველდღიურად მერყევი რაოდენობა. უქმეებზე დაკარგულად 1200 ადამინი იყო მიჩნეული. სამშაბათს კი ეს რაოდენობა 900მდე შემცირდა.

დაკარგულთა სიას ადგილობრივი შერიფის განყოფილება უწყვეტად აახლებს. კრიზისის გამძაფრების შემდეგ, შერიფმა კორი ჰონეამ გადაწყვეტილება მიიღო აღერიცხათ სასწრაფო დახმარების ხაზზე (911) შესული ყველა იმ ადამიანის სახელი, რომელიც ხანძრის ზონაში იმყოფებოდა. ამ ადამიანების სიიდან ამოღება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც პოლიცია მათ უსაფრთხოებას ადასტურებს. შერიფი აცხადებს, რომ დაკარგულთა ასეთი დიდი რაოდენობა აღრიცხვის მეთოდითაა დამოწვეული. მისივე თქმით, კრიზისის დროს მონაცემების ასეთი დათვლა სასარგებლო იყო, თუმცა არა უნაკლო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG