ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ხანძრის მხოლოდ 20 პროცენტი შეაკავეს


ადგილზე ცეცხლს 3 700-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხანძარმა 61 ათას ჰექტარზე მეტი მიწა დაწვა

კალიფორნიაში მეხანძრეებმა დღეს მცირეოდენ პროგრესს მიაღწიეს და იმედი აქვთ, რომ მასიურ ხანძარს შეაჩერებენ და ეროვნული პარკის გადარჩენას შეძლებენ. ჯერჯერობით 652 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელებული ხანძრის მხოლოდ 20 პროცენტის შეკავება მოხდა. ძლიერი ქარი, მაღალი დემპერატურა და ექსტრემალურად მშრალი ჰაერი მის შეჩერებას ხელს უშლის.

ადგილზე ცეცხლს 3 700-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხანძარმა 61 ათას ჰექტარზე მეტი მიწა დაწვა, მათ შორის იოსემიტის ეროვნული პარკის ნაწილიც არის. ცეცხლში ოცდაოთხი საცხოვრებელი სახლი და ადგილობრივი ბიზნესი მოჰყვა. ხანძარი წყლის რეზერვუარსაც დაზიანებით ემუქრება, რომელიც ორ ჰიდროელექტროსადგურს ამუშავებს და საიდანაც სასმელი წყალი სხვა დასახლებულ პუნქტებთან ერთად სან ფრანცისკოსაც მიეწოდება.
XS
SM
MD
LG