ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის გუბერნატორად დემოკრატი ნიუსომი რჩება


კალიფორნიის გუბერნატორი კვლავ დემოკრატი გავინ ნიუსომი იქნება. ამომრჩეველთა თითქმის 70%-მა მისი ვადის ნაადრევ დასრულებას მხარი არ დაუჭირა. ეს მონაცემები კალიფორნიის შტატში სამშაბთს, საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე გამოქვეყნდა.

ნიუსომმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მადლიერია იმ მილიონობით კალიფორნიელის, ვინც მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა.

გუბერნატორის საქმიანობის შესაფასებლად ეს კენჭისყრა რესპუბლიკელების ინიცირებული იყო მას შემდეგ, რაც ისინი ნიუსომის მიერ კოვიდ 19-თან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებსა და რეგულაციებს აკრიტიკებდნენ. ორგანიზატორებმა შეძლეს კენჭისყრისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება, რათა გუბერნატორის გაწვევის საკითხზე მოქალაქეებს აზრი გამოეხატათ. ნიუსომი პოსტს მომავალ წელს, ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნებს. მის 40-ზე მეტ კონკურენტს შორის კი, გამოკითხვების თანახმად, ლარი ელდერი, კონსერვატორი რადიო-წამყვანი ლიდერობდა. მან მომხრეებს დამარცხების მიღებისკენ მოუწოდა, თუმცა თქვა, რომ მათ მხოლოდ ბრძოლა წააგეს, მაგრამ "ომს მოიგებენ".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG