ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის სკოლაში სროლაში ეჭვმიტანილი, 16 წლის ბოისკაუტი აღმოჩნდა


ხუთშაბათს, სამხრეთ კალიფორნიაში, 16 წლის ბიჭი თავის დაბადების დღეს სკოლაში მივიდა, ზურგჩანთიდან 45 კალიბრის პისტოლეტი ამოიღო და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო ტყვია თავისთვის შემოინახა და თავში ისროლა.

მან ხუთ თანაკლასელს ესროლა. ყველა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 16 წლის გოგონა და 14 წლის ბიჭი გარდაიცვალნენ.

14 წლის გოგონა, 15 წლის გოგონა და 14 წლის ბიჭი დაშავდნენ, მაგრამ გადარჩნენ.

თვითონ მსროლელი მძიმე მდგომარეობაში რჩება.

შერიფის დეპარტამენტს ეჭვმიტანილის სახელი არ გამოუცხადებია, მაფრამ ზოგიერთმა მედია საშუალებამ დაადგინა ის ვინ არის და მისი იდენტიფიკაცია მოახდინა.

“ასოშიეიტედ პრესმა” თქვა, რომ მსროლელი ჭკვიანი, წყნარი ბიჭი იყო, რომელიც ჭადრაკს თამაშობდა და ადგილობრივი ბოისკაუტების რაზმში აქტიურად მონაწილეობდა.

ქალაქ სანტა კლარიტას საუგუსის საშუალო სკოლაში სროლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 7:38 გავრცელდა. ეს ქალაქი ლოს-ანჯელესიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 48 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პოლიციამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიების დაწყების “ძალიან ხანგრძლივი” პროცესი იმის დასადგენად, თუ “ეს რატომ მოხდა”.

2019-2020 სასწავლო წლისთვის, საუგუსის საშუალო სკოლაში 2385 მოსწავლე ჩაირიცხა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG