კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში ორი კვირის წინ დაწყებული ტყის ხანძრის კერები, მთავრობის განცხადებით, უმეტესწილად განეიტრალებულია.
შტატის ჩრდილოეთში მძვინვარე ხანძრებმა 84 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შტატის სამხრეთში კი სამი ადამიანი დაიღუპა. 563 ადამიანი დაკარგულად ითვლება, რაც რეკორდული მაჩვენებელია შტატის ისტორიაში. 13, 600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი განადგურდა.
ამ ტრაგედიას გადარჩენილთა განცხადებით, დაკარგული ადამიანების რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება მომავალში. ხუთშაბათს მოსულმა წვიმამ მეხანძრეებს საქმე გაუადვილა, თუმცა გაართულა სამძებრო სამუშაოები შენობების ნანგრევებში.
Facebook Forum