ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ბიზნესკლიმატი თანდათანობით უმჯობესდება


აშშ-ში ბიზნესკლიმატი თანდათანობით უმჯობესდება

შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ცნობით ქვეყანაში ბიზნესკლიმატი თანდათანობით უმჯობესდება. ახალი წლის დადგომასთან ერთად, ბიზნესჯგუფის პროგნოზით 2011 წელს შეერთებული შტატების ეკონომიკა სამი პროცენტით გაიზრდება და 2011 წელი ქვეყნისთვის კარგი სტარტი იქნება. აღსანიშნავია, რომ კონგრესმა თანხმობა განაცხადა განავრცოს შემცირებული გადასახადები, ასევე მომხმარებლები განაგრძობენ თანხების ხარჯვას, ხოლო კომპანიების მოგება კი ზრდას. ვითარების გაუმჯობესების მიუხედავად, სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ტომ დონაჰიუ აცხადებს, რომ გაჯანსაღების პროცესი მყიფეა და არათანაბარი.

„ნოემბრის არჩევნების შედეგები, საგადასახადო კანონპოექტი, კორეასთან სავაჭრო შეთანხმების პროგრესი და თეთრი სახლის ახალი ტონით საუბარი ზოგიერთ ბიზნესგაერთიანების ინტერესს აძლიერებს."

თუმცა კომპანიებს, მსესხებლებსა და ინვესტორებს შორის გაურკვევლობა კვლავ მაღალი დოზით არსებობს,“ - აცხადებს დონაჰიუ.

მისი თქმით, მშენებლობის ბიზნესი კვლავ სუსტია და ნავთობზე ფასების მომატება კი შესაძლოა ხელახალი ინფლაციის საფუძველი გახდეს. იმ შემთხვევაშიც კი თუ სავაჭრო პალატის პროგნოზით კერძო სექტორი წელს ორ მილიონ ნახევარ სამუშაო ადგილს შექმნის, შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე კვლავ შემაშფოთებლად მაღალი იქნება.

„27 მილიონი ამერიკელი უმუშევარია, ზოგმა სამუშაოს ძებნაც კი შეწყვიტა. მოდით ვივარაუდოთ რომ წელს ვქმნით 2 მილიონახევარ სამუშაო ადგილს. “რაოდენ მისასლამებელიც არ უნდ აიყოს ეს ფაქტი, ეს საერთო უმუშევრობის დონეს მხოლოდ ერთი პროცენტით შეამცირებს,“ - აცხაებს დანოჰიუ.

სამუშაო ადგილების შექმნის დაჩქარებისა და ექსპორტის წასახალისებლად სავაჭრო პალატა სამხრეთ კორეასთან, პანამასა და კოლუმბიასთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს. ასევე სავაჭრო პალატა კონგრესს მოუწოდებს, რათა სერიოზულად მიუდგნენ ეროვნული ვალის შემცირების საკითხს.

დონაჰიუ აცხადებს ეს მომავალი თაობისთვისაა აუცილებელი და მთავრობამ დეფიციისა და ვალზე კონტროლი უნდა დააწესოს.

კიდევ ერთი მსხვილ კომპანიებში დასაქმებულთათის ახალი განაწესების შექმნაა, რაც ბიზნესლობის აზრით გაერთიანებულ საგადასახადო კოდექსთან ერთად მოქალაქეებს გაურკვევლობის განცდას უჩენს.

XS
SM
MD
LG