ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშერში ბირთვული საწვავი ჟონავს


ბუშერში ბირთვული საწვავი ჟონავს
ბუშერში ბირთვული საწვავი ჟონავს

ბუშერის რეაქტორის ჩართვა მისი იტორიის მანძილზე უკვე მესამედ ყოვნდება, თეირანი კი აცხადებს, რომ თებერვლისთვის რეაქტორი 1000 მეგავატი სიმძლავრის დენს გამოიმუშავებს.

რუსი მეცნიერები ირანის სამხრეთში მდებარე ბუშერის რეაქტორში ბირთვულ საწვავს ტვირთავენ. რეაქტორი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბუშერის რეაქტორის მშენებლობა ახლახან დასრულდა და ის ირანის პირველი ბირთვული ელექტრო სადგურია, რეაქტორის ისტორია დაახლოებით 30 წელია გრძელდება.

„ირანის ბირთვული პროგრამის ისტორია ჯერ კიდევ შაჰის მმართველობის პერიოდში დაიწყო,“ ამბობს ამერიკის მეცნიერთა ფედერაციის წარმომადგენელი ივან ოელრიჩი. „მაშინ ამერიკა და სხვა დასავლური სახელმწიფოები აქტიურად უჭერდნენ მხარს პროგრამის განვითარებას. ეჭვი იმის შესახებ, რომ ირანს შესაძლოა ბირთვული იარაღი შემუშავება სდომოდა, მაშინ გაცილებით მცირე იყო.“

ბუშერის რეაქტორის აშენება 1975 წელს დაიწყო. მშენებლობას გერმანული კომპანია სიმენსი ხელძღვანელობდა. პროექტი დაწყებიდან 4 წელში შეჩერდა.

ოელრიჩი ამბობს, რომ „შაჰის რეჟიმის დასასრულისკენ მას სერიოზული ფინანსური პრობლემები დაეწყო. ისლამური რევოლუციის შემდეგ კი მოლებმა პროგრამა მთლიანად შეწყვიტეს იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით, რომ რეაქტორის მშენებლობა დასავლეთის მიერ ირანისთვის ფულის გამოძალვის მცდელობა იყო და სხვა არაფერი.“

ბუშერის რეაქტორის მშენებლობა 1995 წელს მაშინ განახლდა, როცა მისი აშენების უფლება რუსებს გადაეცათ. რეაქტორი 1999 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანის ფინანსურმა პრობლემებმა, ტექნიკურმა სირთულეებმა და რუსეთსა და ისრანს შორის არა-სტაბილურმა ურთიერთობამ პროცესი კვლავ შეაყოვნა.

2010 წლის აგვისტოში რეაქტორში საწვავის ჩატვირთვა დაიწყო. ანალიტიკოსები მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს პრცესი რამდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რეაქტორის ამუშავებისთვის მზადება კვლავ შეფეხდა, ამჯერად რეაქტორში საწვავის გაჟონვის გამო.

„კომპიუტერული ვირუსი, რომელმაც გაჟონვა გამოიწვია, ბუშერის სისტემაში უცხოელების მიერ საბოტაჟის მცდელობა რომ ყოფილიყო, ის არა გაჟონვას გამოსაწვევად იქნებოდა შეყვანილი, არამედ ურანის გასამდიდრებელ ნაგებობას ან ირანის ბირთვული კომპლექსის სხვა უფრო მნიშვნელოვან ობიექტებს დაესხმოდა თავს,“ აცხადებს იარაღის კონტროლის ასოციაციის წარმომადგენელი გრეგ თიელმანი.

დასავლეთში ბევრს უკვირს, რატომ უნდა სჭირდებოდეს ნავთობით მდიდარ ირანს ბირთვული ელექტრო რეაქტორი. ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბუშერი ირანს ეკუთვნის, მასზე სრული კონტროლი მხოლოდ რუსეთს აქვს.

„მომდევნო ორი წლის მანძილზე რეაქტორის მოქმედებაზე მხოლოდ რუსები იქნებიან პასუხისმგებელი. მათ ირანელ მეცნიერებს რეაქტორზე მუშაობა უნდა ასწავლონ, თუმცა რუსები ამის გაკეთებას არ ჩქარობენ,“ ამბობს ოელრიჩი.

რუსეთსა და ირანს შორის ბირთვულ თანამშრომლობაზე დადებული ხელშეკრულება 10 წელი იქნება ძალაში. თიელმანის თქმით, „რუსები უზრუნველყოფენ რეაქტორში ჩასატვირთი საწვავის მარაგს. მას შემდეგ, რაც ეს საწვავი ელექტრო ენერგიის გამომუშავებისთვის გამოუსადეგარი გახდება, რუსი მეცნიერები რეაქტორიდან მის ნარჩენებს ამოიღებენ. ეს ბირთვული რეაქტორის მოქმედების ციკლში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია, რადგანაც სწორედ ამ ნარჩენებისგან შეიძლება პლუტონიუმის ამოღება, რომელიც ბირთვულ იარაღში გამოიყენება.“

ამასთან ერთად, ბირთვული ენერგიის საერთაშირისო სააგენტო ბუშერის რეაქტორის მოქმენდების სრულ ციკლს გაუწევს მეთვალყურეობას. ოელრიჩის აცხადებს, რომ „ბირთვული მასალის სხვა დანიშნულებისთვის გამოყენება შეუმჩნევლად არ ჩაივლის არც რუსეთის და არც საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან. რეაქტორიდან ბირთვული საწვავის ფარულად გამოტანა მარტივი საქმე არ იქნება. რეაქტორის ამუშავების შემდეგ საწვავი უაღრესად რადიოაქტიური ხდება. მისი რექატორიდან ამოღება და ფარულად გამოტანა გამორიცხულია, რადგან ამგვარი საწვავის გადატანა უკიდურესად ფრთხილ და უსაფრთხოების უაღრესად დახვეწილ ზომებს მოითხოვს.“

ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რეაქტორი დატვირთვის სრულ შესაძლელობას თებერვალში მიაღწევს. მისი სიმძლავრე 1000 მეგავატი იქნება, რაც ირანის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით სამ პროცენტს შეადგენს. ელექტრო ენერგიის ეს რაოდენობა დაახლოებით 1 მილიონი ოჯახისთვის არის საკამრისი.

დასავლეთის ქვეყნები მათ შორის შეერეთებული შტატებიც აცხადებენ, რომ მათთვის ბუშერის რეაქტორი საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამბობს:

„ჩვენ პრობლემა ბუშერის რეაქტორთან არ გვაქვს. ჩვენ ნათანზში მოთქავსებული ურანის გასამდიდრებელი ნაგებობა და ისეთი საიდუმლო სადგურები გვაშფოთებს, როგირიც ყუმში აღმოვაჩინეთ. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ნაგებობებში ხდება ბირთვული იარაღის წარმოება.“

ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისაა. თუმცა დასავლეთში უკვე დიდი ხანია ეჭვი აქვთ იმაზე, რომ ირანი ბირთვულ იარაღს იმუშავებს.

თიელმანის თქმით, ყველაზე დიდ სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ბირთვულ პორგრამასთან დაკავშირებით, ირანში არ არსებობს გამჭვირვალეობა, რომლის საფუძველზეც თეირანი მსოფლიო საზოგადოებას იმას დაანახებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიანი მიზნებისთვის მუშავდება.

XS
SM
MD
LG