აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აფრიკაში ერთკვირიანი ტურნე დააასრულა, რომელიც საშვილოსნის ყელის სიმსივნის დამარცხების მიზანს ემსახურებოდა.
ბოცვანაში ჯორჯ და ლორა ბუშმა 3 მილიონი დოლარის ინიციატივის შესახებ გააკეთეს განცხადება. თანხა იმ პროგრამების გაფართოვებას მოხმარდება, რომლებიც აფრიკაში საშვილოსნოს ყელის და სარძევე ჯირყვლის კიბოს დამარცხებას ეხმარებიან.
ექსპერტების განცხადებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ბოცვანაში ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ქალებში სიკვდილიანობის ერთერთ მთავარ მიზეზდ ითვლება.
ჯორჯ ბუშის ოჯახმა ერთი კვირა დაჰყო კაბვეში, ზამბიაში და ახალი დიაგნოსტიკური კლინიკის განახლებასაც დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის დროს შიდსის ინიციატივის ფარგლებში შიდსის ფონდში 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ანტირეტროვირუსული საშუალებები გადაირიცხა მილიონობით ინფიცირებული ადამიანის სამკურნალოდ აფრიკაში.
ბოცვანაში ჯორჯ და ლორა ბუშმა 3 მილიონი დოლარის ინიციატივის შესახებ გააკეთეს განცხადება
ამავე თემაზე
პოპულარული
1