ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბუშის მემუარები


პრეზიდენტ ბუშის მემუარები
პრეზიდენტ ბუშის მემუარები

ყოფილი პრეზიდენტი ბუში მემუარებში ამბობს, რომ ვიცე პრეზიდენტის შეცვლა 2004 წლის არჩევნებამდე სურდა.

გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსმა“ ბუშის მემუარების ჯერ გამოუქვეყნებელი ასლი მოიპოვა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი დიკ ჩეინის თამანდებობიდან დათხოვას აპირებდა იმ მოსაზრების დასაბალანსებლად, რომ ჩეინის თეთრ სახლში უდიდესი ძალა-უფლება ჰქონდა.

ბუში ამბობს, რომ ჩეინის გათავისუფლება იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ თეთრ სახლს პრეზიდენტი მართავდა და არა ვიცე პრეზიდენტი, თუმცა იმის გამო, რომ ჩეინი ბუშს ქვეყნის მართვაში ეხმარებოდა, პრეზიდენტმა მის შეცვლაზე გადაწყვეტილება არ მიიღო.

მემუარებში ასევე განმარტებულია, თუ რატომ მიიღო ბუშმა ერაყში ომის დაწყების გადაწყვეტილება და როგორ დაიცვა ამით ამერიკისა და ერაყელი ხალხის ეროვნული ინტერესები.

მემუარები მომავალ კვირას გამოვა გაყიდვაში.

XS
SM
MD
LG