ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთში, ავტობუსის აფეთქებას, 45 ადამიანი ემსხვერპლა


ბულგარეთში ავტობუსის აფეთქებას, 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 7 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური პირების განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ ავტობუსი გზატკეცილის დამცავ ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

ავტობუსით ჩრდილოეთ მაკედონიელი ტურისტები, სტამბულში მოგზაურობის შემდეგ, შინ ბრუნდებოდნენ.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი პროკურორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა შორის 12 ბავშვია. ლუბომირ ჯოვევსკი ჟურნალისტებს მას შემდეგ ესაუბრა, რაც უბედური შემთხვევის ადგილი მოინახულა.

ამ ავტობუსთან ერთად, ტურისტები გადაყავდა კიდევ 3 სხვა ავტობუსსაც.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყება, დაიკითხებიან იმ ტურისტული კომპანიის თანამშრომლებიც, ვინც ტურის ორგანიზება უზრუნველყო.

XS
SM
MD
LG