ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმაში სტიქიას ელიან


ძლიერი წვიმა და ქარი ბირმის მთელს ტერიტორიაზეა მოსალოდნელი

ბირმის მთავრობის განცხადებით, კვირის ბოლოს მოსალოდნელი ციკლონის გამო ლტოლვილთა ბანაკები ათასობით ადამიანმა დატოვა.

მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბანაკებში თავშესაფრის მიცემაზე ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა დაპირისპირება ბუდისტ და მუსლიმ მოსახლეობას შორის გასულ წელს. დაპირისპირების დროს ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით უსახლკაროდ დარჩა.

ციკლონი მაჰასენი ბირმამდე ბანგლადეშის გავლით ამ კვირის ბოლომდე მიაღწევს.სინოპტიკოსთა ვარაუდით, სტიქიას გადაუღებელი წვიმა და ძლიერი ქარი ახლავს თან.
XS
SM
MD
LG