ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმაში ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ


დაღუპულები იმ 70 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებსაც მეჩეთში სკოლის შენობაში ეძინათ

ბირმის პოლიცია აცხადებს, რომ რანგუნში მეჩეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დიღუპა და მათგან უმეტესი ბავშვია.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, რაც პოლიციის განცხადებით, ელექტროხელსაწყოების გაუმართავობამ გამოიწვია.

ოფიციალური ცნობით, დაღუპულები იმ 70 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებსაც მეჩეთში სკოლის შენობაში ეძინათ.

ბოლო დროს ბირმაში ათობით ადამიანი ბუდისტებსა და მუსლიმებს შორის რელიგიური ძალადობის შედეგად დაიღუპა. დაპირისპირება ქალაქ მეიქთილაში მარტის დასაწყისში დაიწყო.
XS
SM
MD
LG