ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში


სტუმრობის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცება და რამდენიმე სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების დადებაა

თეინ სეინი ბირმის პირველი პრეზიდენტია, რომელიც თეთრ სახლს ბოლო 5 ათეული წლის მანძილზე ესტუმრება. გადამდგარი გენერლის შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან, ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, ნაადრევი იყო, ვინაიდან ბირმაში მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა გრძელდება და ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არცთუ იმდენად კარგი მაჩვენებლები აქვს.

ორმხრივი შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცება და რამდენიმე სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებების დადებაა. ეს კი საფუძველს ჩაუყრის რეგულარულ მოლაპარაკებებს, რომელიც საბოლოო ჯამში გააფართოვებს ბირმასთან ვაჭრობას, გააუმჯობესებს მშრომელთა სამუშაო სტანდარტებს და გაზრდის ინვესტიციებს.
XS
SM
MD
LG