ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმას ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს განსახორციელებელი


აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რანგუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ბირმა, 19 ნოემბერი, 2012 წ.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რანგუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ბირმა, 19 ნოემბერი, 2012 წ.

პრეზიდენტმა ობამამ ბირმელ ხალხს მეგობრობის ხელის გაწოდება აღუთქვა

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კამბოჯაში ჩავიდა, სადაც ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის, იგივე „ასეანის", წევრი 10 ქვეყნის ლიდერს შეხვდება.

დღეს მას შეხვედრა აქვს დაგეგმილი კამბოჯის პრემიერ მინისტრთან, ჰუ სენთან. თეთრი სახის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ განხილული ერთ-ერთი თემა კამბოჯაში ადამიანის უფლებები იქნება.

პრეზიდენტი კამბოჯას ბირმიდან ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა როგორც მთავრობის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთნ. ის, ასევე, შეხვდა სტუდენტებს რანგუნის უნივერსიტეტში და ბირმელ ხალხს მეგობრობის ხელის გაწოდება აღუთქვა:

„უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ბირმაში 50 წლიანი დიქტატურა შემსუბუქდა. პრეზიდენტ თეინ სეინის მიერ ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილებამ რეფორმების პროცესი დაიწყო. ქვეყანას სამოქალაქო მთავრობა ჰყავს და პარლამენტი ნელ-ნელა აცნობიერებს საკუთარ ძალას.“

ობამამ განაცხადა, რომ რეფორმების პროცესი, რომელიც ბირმაში დაიწყო უნდა გაგრძელდეს და მნიშვნელოვნად გააქტიურდეს.
XS
SM
MD
LG