ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება ბირმაში


ანტიმუსლიმური გამოსვლების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

ბირმის ოფიციალური პირების ცნობით, ანტიმუსლიმური გამოსვლების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. მღელვარება ქვეყნის უდიდეს ქალაქ რანგუნში მოხდა. მოსახლეობის განცხადებით, თვითნაკეთი იარაღით შეიარაღებული 300-მდე ბუდისტი ქალაქის მუსლიმურ უბნებს მოედო და მათი საკუთრების მტვრევა დაიწყო. ოფიციალური პირების ცნობით, შეტაკებების შედეგად დაახლოებით 157 სახლია დანგრეული, ხოლო ორი მეჩეთი კი სერიოზულად დაზიანებული. ბირმაში ანტიმუსლიმური გამოსვლა ბოლოს მარტში მოხდა.
XS
SM
MD
LG