ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტი ბირმაში


კაჩინელი მეამბოხეები მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებენ

ბირმის ჩრდილოეთში კაჩინის რეგიონში ამბოხებულები აცხადებენ, რომ სამთავრობო ჯარები არ იცავენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შაბათიდან შევიდა ძალაში.

პარასკევს საღამოს ბირმის პრეზიდენტმა თეინ შინმა კაჩინის რეგიონში განლაგებულ სამთავრობო ძალებს ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა. თუმცა კაჩინელი ამბოხებულები აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალები არტილერიის დახმარებით შეტევებს განაგრძობენ. კაჩინის რეგიონში ბრძოლების დაწყებამ ბირმაში პოლიტიკური რეფორმების გაგრძელებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

შაბათს საერთაშორისო თანამეგობრობას პრეზიდენტმა თეინ შინმა მიმართა და ეკონომიკის ფეხზე დაყენებაში დახმარება თხოვა. მისი თქმით, მთავრობა ქვეყანაში დაწყებული ეთნიკური კონფლიქტი დასრულებისთვის ყველაფერს აკეთებს.
XS
SM
MD
LG