ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუნდესბანკი „საბანკო კავშირის“ დაარსებას ითხოვს


გერმანიის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ უნდა გაგრძელდეს რეფორმები, რომლებიც ევროკავშირის ბანკებს ფინანსური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

გერმანიის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ფინანსური კრიზისი დასრულებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მიმართულებით პროგრესი შინიშნება.

ბუნდესბანკის პრეზიდენტი იენს ვეიდმანის განცხადებით, უნდა გაგრძელდეს რეფორმები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ბანკებს ფინანსური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „საბანკო კავშირის“ შექმნის მნიშვნელობას.

ვეიდმანის განცხადებით, ახალი სისტემის „მთავარი საყრდენი“ ის მეთოდი უნდა იყოს, რომელიც გაკოტრებული ბანკების დანაკარგებს კრედიტორებსა და აქციონერებზე გადაანაწილებს. მეანაბრეებზე ამ დანაკარგების გადატანა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. საბანკო კავშირის შექმნაზე ევროპელი ლიდერები წლის ბოლომდე უნდა შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG