ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთის გამოქვაბულში ჰომო საპიენსების უნიკალური ჩონჩხები აღმოაჩინეს


ბულგარეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში სამი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. ისინი, სავარაუდოდ, 45,000 წლის წინ ცხოვრობდნენ ამ გამოქვაბულში და ეს. აღმოჩენა. საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას აწვდის არექოლოგებს ევროპის პირველი ჰომო საპიენსი მოსახლეობის შესახებ. მეცნიერები ასევე თვლიან, რომ აღმოჩენილ ჩონჩხებსა და დღევანდელი აღმოსავლეთ აზიის ხალხს შორის გენეტიკური კავშირი არსებობს.

მეცნიერებმა თქვეს, რომ ოთხშაბათს, ბაჩო კიროს გამოქვაბულში, სამი მამაკაცის ძვლების ფრაგმენტებიდან დნმ ანალიზი აიღეს. .

ჰომო საპიენსები, პირველად აფრიკაში, დაახლოებით, 300,000 წლის წინ გამოჩდნენ და მოგვიანებით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში გადავიდნენ. ბაჩო კიროს გამოქვაბულში აღმოჩენილი სამი მამაკაცის ჩონჩხი კი ევროპაში ამ დრომდე აღმოჩენილი უძველესი, კარგად შემონახული, ჰომო საპიენსია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG