ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთი 10 რუს დიპლომატს "პერსონა ნონ გრატად" აცხადებს


"მკვლელები" აწერია საბჭოთა არმიის მონუმენტს სოფიაში, ბულგარეთის დედაქალაქში. 28 თებერვალი, 2022 წ.
"მკვლელები" აწერია საბჭოთა არმიის მონუმენტს სოფიაში, ბულგარეთის დედაქალაქში. 28 თებერვალი, 2022 წ.

დღეს, სოფიამ 10 რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. ბულგარეთის მთავრობამ ათივეს ქვეყნის დატოვება 72 საათის განმავლობაში უბრძანა.

ოფიციალური შეტყობინება სოფიაში მყოფ რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან ელჩს დღესვე გადაეცა. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონსულტაცია მათ პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვთან გაიარეს.

რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს "დიპლომატის სტატუსთან შეუფერებელი საქმიანობა" ბრალდება. ეს 2019 წლიდან მოყოლებული უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბულგარეთიდან რუს დიპლომატებს აძევებენ.

ბულგარეთი ევროპის კავშირის და ნატოს წევრი ქვეყანაა. ის საბჭოთა კავშირის პერიოდში, მოსკოვის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა.

XS
SM
MD
LG