ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ შეშფოთებულია ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ ყირიმის სტატუსის შეფასებით


ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევის ბოლო განცხადების თაობაზე, როდესაც მან რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული რუსულ ტერიტორიად მოიხსენია.

58 წლის წლის რადევმა ეს განცხადება სატელევიზიო ეთერში მემარჯვენე ცენტრისტ ოპონენტ ანასტას გერდიკოვთან დებატებისას გააკეთა. მან 21 ნოემბრის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო.

რადევი ამბობს, რომ ბულგარეთმა მოსკოვთან პრაგმატული კავშირი უნდა შეინარჩუნოს და არ მიიჩნიოს ის მტრად. სულ მცირე ახლო ისტორიული და კულტურული კავშირების გამო მაინც. ოპონენტის შეკითხვაზე, ნანობს თუ არა 2014 წელს ყირიმის ანექსიისას ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების კრიტიკას, რადევი ამბობს, რომ ყირიმი იმ დროს რუსეთის ტერიტორია იყო და "სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო"?

2016 წელს რადევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის მოთხოვნით გამოდიოდა.

"ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ შეშფოთებულია ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებით, სადაც ის ყირიმს "რუსულ" [ტერიტორიად] მოიხსენიებს", - განაცხადა ამერიკის საელჩომ ბულგარეთში. "ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი შვიდეული, ევროკავშირი და ნატო - ყველა ერთიანი და ნათელია იმ პოზიციის თაობაზე, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ მისი ანექსიის მცდელობისა და განგრძობითი ოკუპაციისა, ყირიმი არის უკრაინა", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG