ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა ბრიუსელში- შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ორი შვედი მოკლა, პოლიციამ მოკლა


ბრიუსელში ტუნისელი ფეხბურთის ქომაგი, რომელიც ორი შვედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, კაფეში პოლიციამ სროლის შედეგად მოკლა. მომხდარზე საპასუხოდ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება.

45 წლის თავდამსხმელმა თავი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრად გამოაცხადა და ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებდა. ის ასევე ეჭვმიტანილია ორშაბათს ღამით ბრიუსელის ცენტრში კიდევ ერთი შვედი მოქალაქის დაჭრაში.

"ამ ტერორისტებს სურთ ჩვენი შეშინება, მორჩილებითა და დუმილით. ეს არ მოხდება", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ახლა მეტი უსაფრთხოების დროა, ჩვენ გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ”, - თქვა კრისტერსონმა და დასძინა, რომ შვედეთს და ევროკავშირს სჭირდებათ თავიანთი საზღვრების დაცვის გაძლიერება.

სროლა მოხდა მაშინ, როცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები გაზრდილია. ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის გამო, ევროპული ქვეყნების ნაწილი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე დარდობს. თუმცა, ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ თავდამსხმელს რაიმე კავშირი ჰქონოდა ისრაელსა და ჰამასს შორის განახლებულ კონფლიქტთან.

აგვისტოში შვედეთმა ტერორიზმის გამო განგაშის დონე მეორე, უმაღლეს დონეზე აიყვანა. ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შვედების წინააღმდეგ საფრთხე გაიზარდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც შვედეთში ყურანის საჯაროდ დაწვამ მუსლიმები აღაშფოთა და ჯიჰადისტების მუქარა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG