ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში მომხდარ ხანძარში 12 ადამიანი დაიღუპა


ბრონქსში გუშინ ღამით საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ნიუ-იორკის ხელისუფლება იუწყება, რომ ქალაქის საცხოვრებელ უბანში, ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე უარეს ხანძარს, სულ ცოტა 12 სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცეცხლი ბრონქსის რაიონის ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა და სიკვდილის გარდა, რამდენიმე ადამიანის კრიტიკული დაშავება გამოიწვია. მეხანძრეებმა ცეცხლიდან ათობით ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ქალაქის მერი ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის ერთი წლის ბავშვიცაა.

მსოფლიოში ცნობილი ბრონქსის ზოოპარკის სიახლოვეს გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG