ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში სარაკეტო იერიშების ინტერვალები გაიზრდება - ლონდონი


მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა, 9 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ასეთ შეტევებს შორის ინტერვალი, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთს დრო სჭირდება იმისთვის, რომ ახლადწარმოებული რაკეტები, პირდაპირ წარმოებიდან საბრძოლო პუნქტებამდე მიიტანოს და ისეთი შეტევა განახორციელოს უკრაინაზე, რომელიც მის საჰარეო თავდაცვას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

რუსეთმა მორიგი საჰაერო იერიში უკრაინაზე გუშინ, ხუთშაბათს მიიტანა. შედეგად, მოკლულია, მინიმუმ 6 მშვიდობიანი მოქალაქე. ასობით ათასი უკრაინელი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბოლოს სამი კვირის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი სარაკეტო შეტევა იყო. უკრაინული მხარე ამბობს, რომ 81 რაკეტიდან, მათ 34-ის ჩამოგდება შეძლეს, რაც მსგავს სიტუაციებში, მათ საშუალო მონაცემებზე შედარებით უფრო ცოტაა. უკრაინელმა სამხედროებმა, ასევე 4 ირანული დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

"რაც არ უნდა მოღალატური იყოს რუსეთის ქმედებები, ჩვენი სახელმწიფო და ხალხი ჯაჭვებში [დაბმული] არ იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში.

მან ასევე თქვა, რომ შეხვდა უკრაინის კულტურული კომიტეტის წევრებს, რათა განეხილათ „უკრაინული კულტურის შესაძლებლობების გაძლიერების გზები მსოფლიოსთან უკრაინის კომუნიკაციის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“.

”დიპლომატია, ჟურნალისტიკა და კულტურა არის ის სამი სფერო, რომელიც ყველაზე მეტს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიომ გაიგოს ჩვენი ბრძოლის შესახებ და დაგვეხმაროს,” - თქვა მან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს თავდასხმები იყო შურისძიება დასავლეთ რუსეთის ბრიანსკის რეგიონზე განხორციელებული ბოლო თავდასხმის გამო, რაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ მომხდარის უკან უკრაინელი დივერსანტები იდგნენ. კიევი უარყოფს ბრალდებას.

კრემლმა განაცხადა, რომ დაარტყა სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს უკრაინაში, „ასევე ენერგეტიკულ ობიექტებს, რომლებიც მათ ამარაგებს“. კიევის დედაქალაქში მოსახლეობის თითქმის ნახევარი დარჩა სითბოს გარეშე, ისევე როგორც ხარკივში, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც რეგიონის გუბერნატორის თქმით, ქალაქს რუსეთმა წინა დღით, 15 სარაკეტო დარტყმა მიაყენა.

დაახლოებით 150 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა უკრაინის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჟიტომირის რეგიონში. ოდესის სამხრეთ პორტში, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო საგანგებო გამორთვა მოხდა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან გასროლილ იარაღებს შორის იყო ექვსი ჰიპერბგერითი "კინჯალის" ტიპის საკრუიზო რაკეტა.

XS
SM
MD
LG