ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანული ავიახაზების მომხმარებლის მონაცემები ჰაკერებმა ჩაიგდეს ხელში


ბრიტანული ავიახაზების ასობით ათასი მომხმარებლის მონაცემები ჰაკერებმა ჩაიგდეს ხელში. კომპანიამ განაცხადა, რომ პირადი და ფინანსური მონაცემები იმ 380 000 მომხმარებლისა, რომლებმაც 21 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ბილეთების შესაძენად კომპანიის ვებგვერდი ან მობილური აპლიკაცია გამოიყენეს, ჰაკერების ხელშია.

ბრიტანული ავიახაზების გენერალური დირექტორი ალექს კრუზი აცხადებს, რომ ეს იყო ძალიან რთული და მავნებლური კრიმინალური თავდასხმა, რომელიც ვებგევრდზე განხორციელდა. კრუზის თქმით, კომპანიამ ყველანაირი რესურსის მობილიზება მოახდინა იმისთვის, რომ მომხმარებლებს დაკავშირებოდნენ და დახმარებოდნენ მონაცემთა დაცვაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG