ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კამერონის კომენტარი


დევიდ კამერონმა პარლამენტის კენჭისყრის შედეგებზე დღეს კომენტარი გააკეთა

დიდი ბრიტანეთის ლიდერი, გუშინ პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, კვლავ შეეცდება სირიის მოვლენებზე „მკაცრი“ რეაქცია გააკეთოს.
დევიდ კამერონმა პარლამენტის კენჭისყრის შედეგებზე დღეს კომენტარი გააკეთა
„ჩემი აზრით, პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მას ბრიტანეთის ჩართვა არ სურს სამხედრო პროცესებში. შესაბამისად, ჩვენ ამ ფუნდამენტზე დაყრდნობით გავაგრძელებთ სვლას,“-განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ოფიციალურმა ლონდონმა შეადგინა გაეროს რეზოლუციის პროექტი, რომელიც სირიში „ყველა შესაძლო ძალის“ გამოყენებას ითვალისწინებდა. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს ამ საკითხში საერთო პოზიცია არ აქვს.
დიდი ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერი ედ მილიბანდი აცხადებს, რომ სირიის მოვლენებზე დიდი ბრიტანეთის პასუხი მშვიდი და მოზომილი უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG