ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაფიცვა ბრიტანეთში


გაფიცვა ბრიტანეთში
გაფიცვა ბრიტანეთში

ორ მილიონზე მეტი ადამიანია გაფიცული დიდ ბრიტანეთში. ისინი ბიუჯეტის 185 მილიარდი დოლარით შეკვეცას აპროტესტებენ, რომელიც პენსიების შეზღუდვას და სამუშაო საათების გაზრდას ითვალისწინებს.

ლონდონის ჰითროუს აეროპორტში რეისების დიდი ნაწილი გაუქმდა, ან იგვიანებს. პარალიზებულია ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დახურულია სკოლების და საავადმყოფოების უმეტესი ნაწილი.

მთავრობის განცხადებით გაფიცვა არსებულ გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს, ვინაიდან ქვეყანას აღარ აქვს საშუალება საპენსიო სისტემა ძველი ფორმით შეინარჩუნოს. ქვეყნის ოფიციალური პირები გაფიცვაში მონაწილე 30-ზე მეტ პროფკავშირულ ორგანიზაციას აფრთხილებს, რომ მათი აქციის გამო ქვეყნის ეკონომიკა სულ ცოტა 800 მილიონით დაზარალდება.

XS
SM
MD
LG