ბრიტანეთის მმართველმა კონსერვატორთა პარტიამ, რომლის ლიდერმაც ტერეზა მეიმ ბრექსიტის მოლაპარაკებების მხარდაჭერისთვის ახალი მანდატის მიღების მიზნით, ვადამდელი არჩევნები დანიშნა, გუშინ საარჩევნო მარცხი განიცადა. კონსერვატორებმა დაკარგეს უმრავლესობა პარლამენტში.
აღნიშნული შედეგი ტერეზა მეისთვის გამანადგურებელია. არჩევნებში ის იმედოვნებდა პარლამენტში კონსერვატორული პარტიის მანდატების გაზრდას, თუმცა არჩევნები მისთვის არასასურველი შედეგით დამთავრდა. პარტიამ არამარტო ვერ მოახერხა მანდატების გაზრდა, არამედ დაკარგა უმრავლესობა. მეის პარტიას თემთა პალატაში 326 ადგილი ჭირდებოდა, რომ უმრავლესობა მოეპოვებინა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე დარჩება და მთავრობას ფორმირებას შეუდგება. კონსერვატიულ პარტიას მოუწევს მცირე ზომის პარტიებთან თანამშრომლობა, რათა გაიტანოს სასურველი ინიციატივები პარლამენტში.
Facebook Forum