ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა სირიაში საჰაერო თავდასხმები დაიწყო


ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიაში საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რომელიც ბრიტანელი კანონმდებლების მიერ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრატეგიის დამტკიცებას მოჰყვა.

სამეფო სამხედრო ავიაციის ბომბდამშენები, კვიპროსში განლაგებული ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან აფრინდნენ. სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებზე მიტანილი შეტევების შემდეგ ბომბდამშენები ბაზაზე უვნებლად დაბრუნდნენ.

XS
SM
MD
LG