ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ირანის მიმართ ტონს ამკაცრებს


ირანის მიმართ ბრიტანეთის დამოკიდებულება მკაცრდება და ამერიკის პრეზიდენტის პოზიციებს უახლოვდება. პოლიტიკის მკვლევარების თქმით, ეს ნაწილობრივ შესაძლოა ორი ქვეყნის ლიდერების ბოლოდროინდელი შეხვედრის, უფრო კი ირანის აგრესული ქმედებების გააქტიურების შედეგი იყოს.

ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრამპის პოზიციების მხარდამჭერი რიტორიკა ბრიტანეთის ლიდერთა მხრიდან მისასალმებელია. თუმცა გასულ წელს ბრიტანეთი აკრიტიკებდა ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ მან 2015 წელს გაფორმებული შეთანხმება დაყოვა. ამ შეთანხმებით, ირანმა აიღო ვალდებულება, რომ ბირთვული პროგრამის განვითარებას შეწყვეტდა სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით კი ამერიკამ შეთანხმება დატოვა, რადგან ამერიკული მხარის მტკიცებით, ირანი მის პირობებს გამუდმებით არღვევდა და აგრძელდებდა ექსპანსიურ ქმედებებს რეგიონში, საბოლოოდ კი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავდა.

ბრიტანეთის მთავრობის წევრები ამერიკის მიერ ირანულ კომპანიებზე სანქციების დაწესებითაც შეშფოთებულნი იყვნენ და გზებს ეძებდნენ იმისთვის, რომ ევროპულ კომპანიებს ამ სანქციებისთვის გვერდის ავლა მოეხერხებინათ.

ბრიტანეთი კვლავ სპარსეთის ყურეში მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს ყველას, მაგრამ საფრანგეთთან და გერმანიასთან შედარებით მისი პოზიცია უფრო სწორხაზოვანია, როდესაც საქმე ირანის აგრესული ქმედებების დაგმობას ეხება. მათ შორის ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე აფეთქებები, ამერიკული დრონის ჩამოგდება და გამდიდრებული ურანის აქამდე დაშვებული ლიმიტის გადაჭარბება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის შიშობს, "შემთხვევითი ომის" წაქეზება არ მოხდეს. მისი თქმით, სიტუაცია "საშიშია" და ყველაფერი კეთდება მდგომარეობის დასამშვიდებლად. თუმცა ბრიტანეთის პირველ დიპლომატს არ დაუზუსტებია გულისხმობს თუ არა სამხედრო მხარდაჭერას მისი "უდიდესი პარტნიორის მიმართ". მისი თქმით, ამერიკისთვის სპარსეთის ყურეში მხარდაჭერის თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG