ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელტას ახალი 36 800 შემთხვევა ბრიტანეთში


ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო კვირაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის აღრიცხული შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია. პარასკევს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე დელტას 36 800 შტამი აღმოაჩინეს.

პირველად ინდოეთში ნაპოვნი კორონავირუსის ვარიანტის შემთხვევები წინა კვირაში 54 268 იყო. დღეისთვის დელტა ვარიანტის აღრიცხული რაოდენობა ბრიტანეთში ჯამში 253 049 შემთხვევას შეადგენს.

ლონდონი კოვიდ-19-ის პანდემიის შეზღუდვის მიზნით მიღებული ზომების უმეტეს ნაწილს ორშაბათს, 19 ივლისს აუქმებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ორშაბათი "თავისუფლების დღედ" გამოაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG