ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი ოთხშაბათს ისტორიაში შევიდა, როგორც ბრიტანეთის ყველაზე გრძელვადიანი მონარქი. ოთხშაბათამდე ამ ტიტულს მისი დიდი ბებია დედოფალი ვიქტორია ფლობდა.
დედოფალი ამ დღეს განსაკუთრებულად არ აღნიშნავს. ის შოტლანდიის რკინიგზის ახალი ხაზის საჯარო გახსნას დაესწრება და მოგვიენბით შოტლანდიის მთებში ბალმორალის ციხესიმაგრეში კერძო ვახშამს უმასპინძლებს.
ელისაბედი დიდი ბრიტანეთის დედოფალი იყო იმპერიის დეკოლონიზაციის, ცივი ომის, 12 პრემიერ მინისტრის, 12 ამერიკის პრეზიდენტისა და მისი სამი შვილის უპრეცედენტო განქორწინების პროცესების დროს. მან ასევე გამოიარა მისი რძლის, პრინცესა დიანას სიკვდილი და ახლა ორი შვილთაშვილი ჰყავს, რომლებიც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეები არიან.
პოპულარული
1