ოთხშაბათს, ბრიტანეთის პოლიციამ, გასულ კვირაში ლონდონის მეტროში მოწყობილ აფეთქებასთან დაკავშირებით, რასაც 30-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა, კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
ხელისუფლების ცნობით, პოლიციელებმა უელსის ქალაქ ნიუპორტში 48 და 30 წლის მამაკაცები დააკავეს. პოლიციამ იქ, სამშაბათს, ერთი მამაკაცი დააკავა. დღეს, ორივე დაპატიმრების ადგილზე ჩხრეკა ტარდებოდა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამი არ არის, თუ ეს მამაკაცები აფეთქებასთან როგორ იქნებოდნენ დაკავშირებული.
პარასკევის აფეთქების შემდეგ სულ ხუთი პირია დაკავებული.
18 წლის ერაყელი ლტოლვილი, დოვერის პორტის რაიონში აიყვანეს. ეს ბორნის დიდი ტერმინალია, რომელიც ბრიტანეთს და საფრანგეთს აკავშირებს. 21 წლის სირიელი კი დასავლეთ ლონდონის გარეუბან ჰანსლოუში დააპატიმრეს, სადაც ჰითროუს აეროპორტია განლაგებული.
Facebook Forum