ლონდონის პოლიციამ ოთხშაბათს მომხდარ ტერორისტულ აქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავა.
ანტიტორისტული სამსახურის ხელმძღვანელმა მარკ როულიმ თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაკავებები იყო. თუმცა მეტი დეტალი არ გაუმხელია. მისი თქმით ამჟამად სულ 9 ადამიანია დაკავებული, აქამდე დაკავებულთაგან ერთი ადამიანი უკვე გაათავისუფლეს.
პოლიციის ოფიცრებმა თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინეს. ეს არის ხალიდ მასუდი, ბრიტანელი ადრიან რასელ აჰაო , რომელმაც ისლამი მიიღო, სახელი შეიცვალა და საკმაოდ დიდი კრიმინალური ისტორია აქვს იარაღის ქონისა და სხვა ბრალდებებით.
როულიმ საზოგადოებას სთხოვა, რომ მიაწოდონ პოლიციას მის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.
„ჩვენ გვინდა მეტი ვიცოდეთ მასზე მათგან, ვინც მას კარგად იცნობდა, ვინც შესაძლოა იცოდეს, ვინ იყვნენ მისი მოკავშირეები და იცის, თუ რომელ ადგილებს სტუმრობდა ის ბოლო დროს", - ამბობს როული.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ 52 წლის მასუდი მისი ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო. ის ტერორისტულ ქმედებებში აქამდე შემჩნეული არ ყოფილა, მაგრამ ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები ამბობენ, რომ მის შესახებ გამოძიება მიმდინარეობდა „ძალადობრივ ექსტრემიზმთან“ დაკავშირებული ეჭვების გამო.
გუშინ საავადმყოფოში კიდევ ერთი დაშავებული - 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა და ამით მსხვერპლთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.
Facebook Forum