ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში კოალიციური მთავრობის სხდომა ჩატარდა


ბრიტანეთის ახალმა კოალიციურმა მთავრობამ პირველი სხდომა გამართა და ეკონომიკური ვითარებისა და ავღანეთის საკითხები განიხილა.

დიდი ბრიტანეთის ახალმა კოალიციურმა მთავრობამ მინისტრების ხელფასები ხუთი პროცენტით შეამცირა, რაც ქვეყნის 235 მილიარდიანი დეფიციტის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისმა განცხადება დღეს მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში ქვეყნის ეკონომიკური ვითარების და ავღანეთის საკითხები იდგა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პრობლემებს ერთი შეხვედრით ვერ გადავჭრით. არცერთ მთავრობას მიუღია მემკვიდრეობით, ასეთი მწვავე ეკონომიკური ვითარება და კარგად ვიცით, რომ წინ რთული გადაწყვეტილებები გველის. თუმცა, მე მჯერა რომ ერთად მუშაობით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის ამ რთული მდგომარეობიდან გამოყვანას,“ აცხადებს დევიდ კამერონი.

მისი თქმით, დეფიციტის შემცირება ახალი კაბინეტის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. კოალიციაში შემავალ ლიბერალ-დემოკრატებთან მიღწეულია შეთანხმება ხარჯების 9 მილიარდით შემცირების შესახებ. კამერონმა ასევე განაცხადა, რომ გატარდება მნიშვნელოვანი საბანკო რეფორმები და დიდი ბრიტანეთი სულ ცოტა ხუთი წლის მანძილზე ევროზონის მიღმა დარჩება.

XS
SM
MD
LG