ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი: ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთს ოქროს ხანა ელის


ბრიტანეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიდევ ერთხელ იმეორებს პირობას, რომ ევროკავშირს ოქტომბერში ყველა გარემოების მიუხედავად, მაინც დატოვებს. ამით იზრდება ალბათობა, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებას კონკრეტულ პირობებზე შეთანხმების გარეშეც დატოვებს.

ახალმა პრემიერმა კაბინეტი უკვე დააკომპლექტა თავისი ერთგული თანამოაზრეებით და "ბრექსიტის" მტკიცე მხარდამჭერებით.

ხუთშაბათს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ჯონსონმა თქვა, რომ "ბრექსიტის" შემდეგ ბრიტანეთს "ოქროს ხანა" ელის. ჯონსონი ირწმუნება, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებას 31 ოქტომრისთვის ყველა შემთხვევაში დატოვებს.

"თუკი სხვაგვარად მოვიქცევით, ეს გამოიწვევს ჩვენი პოლიტიკური სისტემისადმი რწმენის კატასტროფულ დანაკარგს", - თქვა მან პარლამენტში. ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები გახდეს საჭირო, რადგან ამ დრომდე ბრიტანეთის პარლამენტი არ უჭერდა მხარს მთავრობის მიერ მიღწეულ შეთანხმებებს ევროკავშირის დატოვების თაობაზე. ბევრია ისეთი კანონმდებელი, რომელიც ბლოკის შეთანხმების გარეშე დატოვებასაც ეწინააღმდეგება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG