ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ახალი პრემიერი ბორის ჯონსონი იქნება


ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად გამოცხადების შემდეგ
ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად გამოცხადების შემდეგ

ბრექსიტის ერთ-ერთი სახე ბორის ჯონსონი, რომელიც აცხადებს, რომ ბრიტანეთი ევროპის კავშირს 31 ოქტომბრამდე "შეთანხმებით, ან შეუთანხმებლად" დატოვებს, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება. კონსერვატიულ პარტიაში მიმდინარე კენჭისყრა მისი გამარჯვებით დასრულდა, ჯონსონი პარტიის ლიდერად აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრემიერის პოსტს დაიკავებს.

ჯონსონმა კონსერვატორთა არჩევნები 92,153 ხმით მოიგო. მის მთავარ მოწინააღმდეგეს, საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჯერემი ჰანტს ხმა მისცა კონსერვატიული პარტიის 46,656-მა წევრმა.

ბორის ჯონსონი პრემიერის პოსტზე შეცვლის ტერეზა მეის, რომელმაც კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს გამარჯვება უკვე მიულოცა და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. წარსულში ჯონსონი ლონდონის მერი იყო, შემდეგ კი, ტერეზა მეის კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურებდა.

ჯონსონს ქვეყნის ლიდერის პორტფელის გადაბარება ურთულეს პერიოდში უწევს. ბრიტანელი კანონმდებლები იმუქრებიან, რომ ნებისმიერ მთავრობას გადააყენებენ, თუკი ის ბრიტანეთს შეთანხმების გარეშე დაატოვებინებს ევროპის კავშირის ბლოკს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG