ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა


შვიდი ათეული წლის წინ, კარიბის ზღვის აუზიდან ჩამოყვანილი, ახლა უკვე ხანდაზმული იმიგრანტების მიმართ მკაცრი მოპყრობის გამო აგორებული სკანდალის პირობებში, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.

ამბერ რადმა გასულ კვირაში კანონმდებლებს უთხრა, რომ მთავრობა უკანონოდ მიჩნეული იმიგრანტების დეპორტაციას არ გეგმავდა, მაგრამ ამის შემდეგ გამოჩენილი დოკუმენტები, მის განცხადებას ეწინააღმდეგება.

პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მისამართით გაგზავნილ, სამსახურიდან წასვლის წერილში მან დაწერა, რომ სადეპორტაციო სამიზნეების შესახებ, პარლამენტი „შეცდომაში უნებლიედ შეიყვანა“.

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად, საბინაო მეურნეობის მინისტრი საჯიდ ჯავიდი დაასახელეს, ის პაკისტანელი იმიგრანტების შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის სამართალდამცავ ორგანოებს, საიმიგრაციო და ტეროროზმის საწინააღმდეგო საქმიანობას უწევს ზედამხედველობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG