ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ევროპის კავშირის მოქალაქეებს ბრიტანეთში საცხოვრებლად „სამართლიანი პირობები“ შესთავაზა. საუბარია იმ სამ მილიონამდე ევროპელზე, ვინც ბრიტანეთში ცხოვრობს.

ბრიუსელში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მეიმ განაცხადა, რომ ევროპის კავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ევროპის კავშირის მოქალაქეებზე სტატუსის შესახებ „ბრიტანეთის მთავრობა დეტალურ გეგმას ორშაბათს გამოაქვეყნებს.“

„ჩვენ არ დავაშორებთ ერთმანეთს ოჯახის წევრებს,“ განაცხადა მეიმ და დასძინა, რომ მსგავს პირობას ელის ევროპელი ლიდერებისგან იმ მილიონამდე ბრიტანელის სტატუსზე, ვინც ამჟამად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG